კომპანიის შესახებ

    შპს „დინექსი” დაარსდა 2015 წელს, კომპანია ემსახურება მომხმარებელს თანამედროვე ავტომატური სისტემებით. 2015 წლიდან, ის გახლავთ ესპანური ბრენდის „ERREKA"_ს ოფიციალური დილერი ამიერკავკასიაში. ჩვენ გთავაზობთ ინოვაციას ქართულ ბაზარზე, ეს გახლავთ უმაღლესი ხარისხის, უნიკალური მახასიათებლებით გამორჩეული, ევროსტანდარტების მქონე, უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებული, ავტომატური სისტემების ფართო არჩევანს.

    დინექსი არის საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელი ისეთი ცნობილი კომპანიების როგორიცაა:  DOORSON (სლოვენია), IBFM (იტალია), ISODOOR (თურქეთი), ASTURMADI (ესპანეთი), DORCAS (ესპანეთი), G-U (გერმანია), NINZ (იტალია). 
    კომპანია გთავაზობთ: ავტომატურ, გასაწევ, გასაგორებელ, ალაყაფის, ჟალუზის, სექციურ, ცეცხლგამძლე და დასაკეცი კარებების სისტემებს. ასევე ბარიერებს, აქსესუარებსა და პულტებს.

    ჩვენი კონკურენტიანი უპირატესობებია : უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მიწოდების უმოკლესი ვადები და ფასების ხარისხთან ოპტიმალური თანაფარდობა. გთავაზობთ გადახდის სასურველ პირობებს, პროდუქციის მიწოდების უმოკლეს ვადებს, გრძელვადიან გარანტიებს და რაც მთავარია კომპანიაში მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქცია თუ მომსახურება ევროპულ სტანდარტებს პასუხობდეს.